ნატალია ილიჩოვასა და ივერი მელაშვილის საქმის არსებითი განხილვა დღეიდან იწყება. სასამართლო პროცესზე მხარეები შესავალი სიტყვით გამოვლენ.
ადვოკატების ინფორმაციით, ისინი რაიმე შუამდგომლობის წარდგენას არ აპირებენ და კიდევ ერთხელ აფიქსირებენ საკუთარ პოზიციას, რომ საქმე პოლიტიკურია და მას რეალურ ბრალდებასთან არანაირი კავშირი არ აქვს.
ივერი მელაშვილის ადვოკატი ედუარდ მელაშვილის თქმით, შესაძლოა საზოგადოების დიდ ნაწილს ჰქონდეს განცდა, რომ საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენი გამოვა.
ადვოკატის ასევე ამბობს, რომ დაცვის მხარეს ყველანაირი არგუმენტი რასაც ბრალდებულთა სასამართლოს წინაშე უდანაშაულობის დასამტკიცებლად გამოიყენოს.
როგორც ნატალია ილიჩოვას ადვოკატი "კურიერთან" სატელეფონო საუბრისას აცხადებს, რაიმე განსაკუთრებული შუამდგომლობა დაცვის მხარეს ამ ეტაპზე არ გააჩნია. ადვოკატი გიორგი მახარაძე ამტკიცებს, რომ დავით გარეჯის საქმეზე ქართულ სასამართლოსაც კი ძალიან გაუჭირდება გამამართლებელი განაჩენის გარდა რაიმე სხვა გადაწყვეტილების მიიღოს.
ივერ მელაშვილსა და ილიჩოვას, რომლებიც გირაოთი არიან გათავისუფლებულნი, საქართველოს ტერიტორიების წინააღმდეგ ჩადენილ ქმედებაში ადანაშაულებენ.