19 ნოემბერი 2024,   16:32
ვრცლად
ჩვენ მხარს ვუჭერთ ეუთო/ოდირის ანგარიშს, ეს ანგარიში ეხება არჩევნებს და დაფიქსირებულ დარღვევებს-დიეგო კოლასი​

საფრანგეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში დიეგო კოლასი ეუთო/ოდირის დასკვნის ტექსტს სრულად იზიარებს.

"ჩვენ მხარს ვუჭერთ ორგანიზაციის ანგარიშს, ეს ანგარიში ეხება არჩევნებს და დაფიქსირებულ დარღვევებს. მოლაპარაკების მაგიდაზე ძალიან ბევრი იდეაა და საბოლოოდ, ჩვენ უნდა მივაღწიოთ შეთანხმებას,"- აცხადებს დიეგო კოლასი.

საპარლამენტო არჩევნებიდან მეხუთე თვეს ეუთო-ოდირის სადამკვირვებლო მისიამ საბოლოო ანგარიში გამოაქვეყნა.

დოკუმენტი, ძირითადად, იმეორებს იმავე შინაარსს, რაც პირველი ნოემბრის მოხსენებაში ეწერა. აქვე ნათქვამია, რომ მნიშვნელოვნად შეცვლილი სამართლებრივი ჩარჩო - დემოკრატიული არჩევნების ჩასატარებლად მყარ საფუძველს ქმნიდა, თუმცა ანგარიშის თანახმად, "არსებული ხარვეზების აღმოსაფხვრელად დამატებითი ნაბიჯების გადადგმაა საჭირო".

დღის ამბები