19 ნოემბერი 2024,   16:37
ვრცლად
ქვეყანა ვაქცინაციისთვის ემზადება - ჯანდაცვის მინისტრი კლინიკების ასოციაციის წარმომადგენლებს შეხვდა

ქვეყანა ვაქცინაციისთვის ემზადება. Pfizer პირველ დოზებს თბილისში შაბათს ჩამოიტანენ. იქამდე, ჯანდაცვის მინისტრი კლინიკების ასოციაციის წარმომადგენლებს შეხვდა.

სამედიცინო დაწესებულებები და ვაქცინაციის პუნქტები პროცესისათვის მომავალ კვირაში უკვე მზად უნდა იყვნენ.

დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილემ თამარ გაბუნიამ განაცხადა, რომ ვაქცინის მიმართ ნდობის გასამყარებლად ბევრი მუშაობა იქნება საჭირო.

"ბევრი მუშაობა იქნება საჭირო, რომ ვაქცინის მიმართ ნდობა გაჩნდეს. სამედიცინო პერსონალი კი, რომელიც მაღალი რისკის მატარებელია იყვნენ სრულად დაცულები ეს იყო მთავარი თემა,"-აღნიშნა თამარ გაბუნიამ.

მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა ივანე ჩხაიძემ აღნიშნა, რომ ექიმების გარკვეული ჯგუფი, ფაიზერს ანიჭებს უპირატესობას. 

" ექიმების გარკვეული ჯგუფი ფაიზერს ანიჭებს უპირატესობას. იყო ასტრაზენეკასთან დაკავშირებით კითხვები. მოლოდინი იმისი, რომ ეს ვაქცინა 65 წელს ზემოთ ადამიანებთან არ მუშაობს არ დადასტურდა,"-აღნიშნა ივანე ჩხაიძემ.

ალერგოლოგ-იმუნოლოგი, კლინიკა "ნეოლაბის" დირექტორი გიორგი კამკამიძე აცხადებს, რომ შეხვედრაზე საუბარი იყო, თუ როგორ უნდა წარემართათ ექიმებს გვერდითი მოვლენები.

დღის ამბები