19 მაისი 2024,   03:45
ვრცლად
ავღანეთში აფეთქებას 7 ადამიანი ემსხვერპლა - დაშავებულ 50 პირს შორის ბავშვებიც არიან

ავღანეთში მომხდარი აფეთქების შედეგად, 7 ადამიანი დაიღუპა და 50-ზე მეტი კი დაშავდა. დაღუპულებს შორის ქალები და ბავშვებიც არიან.

ძლიერი აფეთქება ჰერათის პროვინციაში მოხდა. ასაფეთქებელი ნივთიერება ერთ-ერთ ავტომობილში იყო დამონტაჟებული. დაზიანდა ათობით საცხოვრებელი სახლი და შენობა. პოლიციის ინფორმაციით, ნანგრევების ქვეშ შესაძლოა ადამიანები იყვენენ. მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არავის აუღია.

დღის ამბები