03 ოქტომბერი 2024,   00:36
ვრცლად
დამბა და რადარები ვერეს ხეობაში-ექსპერტების რეკომენდაციები მთავრობას

დამბა და რადარები ვერეს ხეობაში-ეს იმ რჩევების არასრული ჩამონათვალია რომელიც დღეს სახელმწიფო კომისიის სხდომაზე მთავრობას ექსპერტებმა მიაწოდეს. მათ მიაჩნიათ, რომ აუცილებელია ვერეს ხეობაში უკვე არსებული გზის რეაბილიტაცია დროულად მოხდეს და დაიწყოს თავდაცვითი მექანიზმების შემუშავება. 

ექსპორტთა დიდი ნაწილი თანხმდება, რომ დასახლებულ უბნამდე ვერეს ხეობაში უნდა აშენდეს დამბა, რომელიც სტიქიის განმეორების შემთხვევაში წამოსულ მასას შეაკავებს და გადაანაწილებს.  

სპეციალისტები ამბობენ, იმასაც, რომ აუცილებელია პირველად საქართველოში დაინერგოს რადარების სისტემა, რომელიც სპეციალურ ორგანოებს წინასწარ შეატყობინებს მოსალოდნელი საფრთხის შესახებ. 

სახელმწიფო კომისიის სხდომა დღეს პირველად გაიმართა და ის საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გახსნა. 

 

 

დღის ამბები