საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მეგი ბაქრაძის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.
"უდიდეს გულისტკივილსა და მწუხარებას გამოვთქვამ ახალგაზრდა ექთნის მეგი ბაქრაძის გარდაცვალების გამო.
ეს არის უდიდესი ტრაგედია, რომელიც ყველამ განიცადა და გულთან ახლოს მიიტანა, დიდი დარტყმა, რომელიც მთელმა საქართველომ მიიღო. ჩვენმა ექიმებმა დაკარგეს ახალგაზრდა კოლეგა, რომელიც მთელი თავისი არსებით იდგა ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობის სადარაჯოზე და ებრძოდა პანდემიას.
გულწრფელად თანავუგრძნობ და სამძიმარს ვუცხადებ მის ოჯახსა და ახლობლებს, ვუსამძიმრებ მთელ სამედიცინო საზოგადოებას,"- წერს ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელში.