ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა, რომ საქართველოში "ფაიზერის" შემოტანის შემდეგ მოქალაქეებს ექნებათ შესაძლებლობა ვაქცინებს შორის არჩევანი თავად გააკეთონ.
"თანაბრობის პრინციპი იქნება ერთ-ერთი მთავარი ღირებულება, რომელიც ჯანდაცვის სფეროს აქვს. ყველა ვაქცინა იქნება ჩვენი მოსახლეობისთვის ხელმისაწვდომი.
მოქალაქეებს ექნებათ შესაძლებლობა, ამოირჩიონ ვაქცინა,"- აღნიშნა ეკატერინე ტიკარაძემ.