დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, ვაქცინაციასთან დაკავშირებით საინფორმაციო კამპანიის აუცილებლობა იკვეთება. მისი თქმით, ის, რომ მოსახლეობის ნახევარი ვაქცინას უნდობლობას უცხადებს, გასაკვირი არ არის.
"საინფორმაციო კამპანია არის ერთ-ერთი სტრატეგია. მე გეთანხმებით, რომ საინფორმაციო კამპანიის აუცილებლობა აშკარად იკვეთება და ის, რომ ნახევარი მოსახლეობის უნდობლობას უცხადებს ვაქცინას, ესეც გასაკვირი არ არის და სწორედ ამიტომ არის საჭირო საინფორმაციო კამპანია აქტიური. საინფორმაციო კამპანიის დაწყება ასეც იყო დაგეგმილი, ვაქცინაციის გეგმით, ანუ ფართო საინფორმაციო კამპანიაზე მაქვს საუბარი, რადგან ზოგადად მოსახლეობის მოცვა, გეგმის თანახმად, არის მეორე კვარტლის ბოლოდან მესამე და მეოთხე კვარტალი.
ამდენად, ჩვენ ჯერ კიდევ საკმარისი დრო გვაქვს იმისთვის, რომ ანტივაქსერები ან უნდობლობით განწყობილი პირები, რომლებიც არ ენდობიან ვაქცინას, დარწმუნდნენ ვაქცინის ეფექტურობაში,“ - განაცხადა თამარ გაბუნიამ.