19 ნოემბერი 2024,   16:32
ვრცლად
თუ 65 წლის ასაკის კატეგორია არ იაქტიურებს, მოსახლეობის ის ნაწილი აიცრება ვინც ვაქცინას ენდობა

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ "დღის კურიერის" ეთერში განაცხადა, რომ თუ ასაკობრივი ჯგუფი, რომელსაც ვაქცინაცია ამ ეტაპზე შეუძლია და არ დარეგისტრირდა პორტალზე, დაიწყება საყოველთაო ვაქცინაცია და აიცრება მოსახლეობის ის კატეგორია, რომელიც ვაქცინას ენდობა.

"ჯერ მაინც ვცდილობთ, გავყვეთ რისკის პროფილის წინასწარ დადგენილ ჯგუფებს, თუმცა თუ შევხედავთ, რომ აქაც არ იყო აქტივობა, რა თქმა უნდა, მეტი გახსნილობა იქნება, რომ მოსახლეობის ის კატეგორია აიცრას, რომელიც ვაქცინაციას ენდობა. 

ამის პარარელურად გაგრძელდება აქტიური მუშაობა მაღალი რისკის ჯგუფებთან. ნდობა მოსახლეობაში უნდა გაიზარდოს. დღეს მაღალი ჩართვა არ არის, ნამდვილად გვქონდა, მოლოდინი, რომ მეტი ადამიანი დარეგისტრირდებოდა და ჩაერთვებოდა პროგრამაში, თუმცა ასე არ მოხდა,"-აღნიშნა თამარ გაბუნიამ.

დღის ამბები