19 მაისი 2024,   07:59
ვრცლად
აღმოსავლეთ უკრაინაში კიდევ ერთი უკრაინელი სამხედრო დაიღუპა - ანგელა მერკელმა პუტინს სიტუაციის დეესკალაციისკენ მოუწოდა

ბოლო 24 საათში აღმოსავლეთ უკრაინაში კიდევ ერთი უკრაინელი სამხედრო დაიღუპა. ადგილზე ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება 15-ჯერ დაირღვა. რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილის განცხადებით, თუ უკრაინა ქვეყნის აღმოსავლეთში სეპარატისტებზე ფართომასშტაბიან თავდასხმას დაიწყებს, მოსკოვი, შესაძლოა, რუსულენოვან მოქალაქეთა დასაცავად ჩაერიოს. დიმიტრი კოზაკის თქმით, ესკალაცია უკრაინისთვის, შესაძლოა, დასასრულის დასაწყისი იყოს.

გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა კი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო საუბრისას უკრაინის საზღვართან რუსული სამხედრო წარმომადგენლობის გაძლიერების საკითხი განიხილა და პუტინს სიტუაციის დეესკალაციის მიზნით, რეგიონში სამხედრო წარმომადგენლობის შემცირებისკენ მოუწოდა.

პარალელურად, მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, შესაძლოა,  უკრაინის მხარდასაჭერად უახლოეს მომავალში შავ ზღვაში სამხედრო ხომალდები გააგზავნოს.



დღის ამბები