08 მაისი 2024,   10:39
ვრცლად
ევროკავშირი და G7-ის ქვეყნები რუსეთს მოუწოდებენ შეწყვიტოს პროვოკაციები უკრაინის საზღვარზე

დიდი შვიდეულის (G7) ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები და ევროკავშირის უმაღლესი კომისარი ჟოზეფ ბორელი საერთო განცხადებას ავრცელებენ და უკრაინის საზღვარზე რუსეთის ჯარის მობილიზებასთან დაკავშირებით შეშფოთებას გამოთქვამენ.

საერთო განცხადებაში კანადის, საფრანგეთი, გერმანიის, იტალიის, იაპონიის, დიდი ბრიტანეთის, აშშ-ის საგარეო საქმეთა სამინისტროების ხელმძღვანელები და ასევე ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკაში აცხადებენ, რომ ჯარების მასშტაბური გადაადგილება საფრთხეს უქმნის და დესტაბილიზაციის ფაქტორს წარმოადგენს. ქვეყნებმა რუსეთს მოუწოდეს შეწყვიტონ პროვოკაციები და საერთაშორისო ვალდებულებების ფარგლებში დაძაბულობა შეამცირონ.

გარდა ამისა, განცხადებაში ასევე მოსკოვს ეუთოს პრინციპებისა და ვალდებულებების დაცვისკენ მოუწოდებენ.

საგარეო საქმეთა მინისტრებმა უკრაინის დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში მხარდაჭერა გამოუცხადეს და მხარი დაუჭირეს უკრაინის მიერ განხორციელებულ ზომებს.

დღის ამბები