03 ოქტომბერი 2024,   19:27
ვრცლად
ფოთში დევნილებმა შიმშილობა დროებით შეწყვიტეს

24 სექტემბერს დევნილებმა ფოთში შიმშილობა დროებით შეწყვიტეს. ისინი მომავალ კვირას საკუთარი უფლებების დასაცავად ფოთიდან დედაქალაქისკენ ფეხით წამოსვლას და საპროტესტო აქციის თბილისში გაგრძელებას აპირებენ.

ათამდე დევნილი ოჯახი ფოთში ახლადაშენებულ კორპუსში ბინების გადაცემას ითხოვს. მათი თქმით, ფართი უსამართლოდ განაწილდა და ამ მიზეზით დარჩენენ უბინაოდ. სწორედ ამ მიზეზით შიმშილობდნენ ისინი ფოთის მერიის შენობაში რამდენიმე დღის განმავლობაში. მათი თქმით, ხელისუფლების მხრიდან მათი პრობლემით არავინ დაინტერესებულა.

დღის ამბები