19 ნოემბერი 2024,   20:47
ვრცლად
მესტიაში გარდაცვლილი ტურისტი ქალი შვეიცარიის მოქალაქე იყო

მესტიაში გარდაცვლილი ტურისტი ქალი შვეიცარიის მოქალაქეა. მესტიის მერის, კაპიტონ ჟორჟოლიანის  თქმით, ის  შვეიცარიის 29 წლის მოქალაქე იყო.

"თხილამურებით იყვნენ ასულები ტურისტები და იქ გადაიჩეხნენ. გოგო გარდაიცვალა და ბიჭი გადარჩა," - განაცხადა მერმა. 

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, 112-ში შეტყობინება გულის უღელტეხილიდან შევიდა - ტურისტი მაშველების დახმარებას ითხოვდა. მისი თანმხლები ქალი ხევში სიმაღლიდან გადავარდა და გარდაიცვალა. მეხანძრე-მაშველებმა უღელტეხილზე მყოფი მამაკაცი ა.ვ. უვნებლად იპოვეს და ვერტმფრენში აიყვანეს. ხოლო ხევში გადავარდნილი ქალის, ზ.გ-ს საძიებო-სამაშველო ოპერაცია დაუყოვნებლივ დაიწყეს. სამუშაოების შედეგად, ტერიტორიაზე აღმოჩენილ იქნა ქალის ცხედარი.

დღის ამბები