03 ოქტომბერი 2024,   19:22
ვრცლად
აჭარაში ამინდი გაუარესდა

24 სექტემბერს დილიდან აჭარაში ამინდი ისევ გაუარესდა. რეგიონში კვლავ წვიმს, ძლიერმა ქარმა ქობულეთსა და ხელვაჩაურში ხეები წააქცია. შტორმი კი ხუთ ბალს უახლოვდება. ქუჩების და ეზოების დატბორვის შესახებ ინფორმაცია სამაშველო სამსახურში ჯერ არ შესულა.

როგორც სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოში აცხადებენ რეგიონი სტიქიასთან საბრძოლველად მზად არის და ვითარება სრულ კონტროლს ექვემდებარება. ყველზე კრიტიკული ადგილებიდან ოჯახები უკვე ევაკურირებულია. სამაშველო ჯგუფები მობილიზებულია როგორც ბათუმსა და ქობულეთში ასევე მაღალმთიან აჭარაში.

თუმცა, ოპოზიციური პარტიის "ნაციონალური მოძრაობის" წევრები აცხადებენ, რომ ხელისუფლება რეალურად დაზარალებული მოსახლეობისთვის არაფერს აკეთებს და მხოლოდ მათი ნ

აჭარის რეგიონი 20 და 21 სექტემბერს ძლიერი წვიმისა და მეწყერის შედეგად მნიშვნელოვნად დაზარალდა. დაიტბორა ბათუმის ცენტრალური უბნები, ზარალი იყო ქობულეთისა და ხელვაჩაურის რაიონებშიც. ქუჩებთან ერთად დაზიანდა მოსახლეობის საცხოვრებელი სახლები და სხვა კერძო საკუთრება. ამ რაიონებში მცხოვრებლებს გარკვეული პერიოდით არ მიეწოდებოდათ ელექტროენერგია და შეწყვეტილი იყო წყალმომარაგება. დაზიანდა ბუნებრივი აირის მილები.

ამავე თემაზე
დღის ამბები