"იპოთეკით, მევახშეებისგან და მშენებლობით დაზარალებულთა ასოციაცია" უძრავი ქონების მისაკუთრების ფაქტებზე საუბრობს და დაზარალებულებს ყველანაირი პროცედურის უფასოდ უზრუნველყოფას სთავაზობს.
მათი მტკიცებით, მევახშეებმა მიმართეს თაღლითურ ახალ სქემას თანხის გასესხებასთან დაკავშირებით, ისე რომ მოსახლეობას რეალური ბერკეტი აღარ აქვს მათთან საბრძოლველად.