მატარებელში, რომელიც რუსეთიდან მის მიერვე ოკუპირებულ აფხაზეთში მოძრაობს, რამდენიმე დღის წინ, უბედური შემთხვევა მოხდა.
დონის როსტოვის მაცხოვრებელი 72 წლის ქალი მოსკოვი-სოხუმის მატარებლით, სოჭის ერთ-ერთ სანატორიუმში დასასვენებლად მიდიოდა, მგზავრობისას მას მატარებლის ზედა თაროდან სხვა მგზავრის ჩემოდანი დაეცა. ქალმა ხერხემლის კომპრესიული მოტეხილობა მიიღო.
ქალი ჰოსპიტალიზირებულია. ფაქტზე გამოძიებას პოლიცია აწარმოებს.