გაურკვეველ ვითარებაში დაღუპული ახალგაზრდა ყაზახი ქალის დედა, ამ წუთებში, პოლიციაში იმყოფება.
აისუ აიტპაევას საქმის მასალების გაცნობა სურს. ოჯახის ინტერესებს ორგანიზაცია "საფარი" იცავს.
გარდაცვლილი გოგონას დედა სუიციდის ვერსიას გამორიცხავს, ამ ეტაპზე კი გამოძიება სექსუალური ძალადობის და თვითმკვლელობამდე მიყვანის მიმართულებით მუშაობს, თუმცა, არ არის გამორიცხული, ბრალი დამძიმდეს.
საქმეზე დაკავებულია 57 წლის ბესიკ თორდუა. მას წინასწარი პატიმრობა აქვს შეფარდებული.
საქართველოში მყოფი 26 წლის ყაზახი გოგო, რომელიც გაუპატიურების მსხვერპლი გახდა, მერვე სართულიდან გადახტა.
"კურიერმა" ის აუდიო ჩანაწერი მოიპოვა, სადაც სავარაუდოდ, დაკავებულის ღია მუქარა ისმის. ის მოუწოდებს ახალგაზრდა ქალს, ნათქვამი შეასრულოს და ფანჯრიდან გადახტეს.