დიდუბეში ხანძარი ლიკვიდირებულია. ცეცხლი თორნიკე ერისთავის ქუჩაზე მდებარე მეორადი ტანსაცმლის საწყობს მოედო. დამწვარია 3000 კვადრატულ მეტრამდე ფართი. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.
ძლიერი ქარის გამო ცეცხლის ქრობის პროცესი საკმაოდ გართულდა, მეხანძრე-მაშველებმა 150-მდე ადამიანის ევაკუაცია მოახერხეს.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსი ოთარ კერესელიძე აცხადებს, რომ ამ დროისთვის ცეცხლი სრულად ლიკვიდირებულია.
"ადგილზე ოპერატიულად მობილიზდა 12 სახანძრო მანქანა, მეხანძრე-მაშველების ოპერატიულად მუშაობით მოხდა ხანძრის დროულად ლიკვიდირება,"-აღნიშნა ოთარ კერესელიძემ.