19 ნოემბერი 2024,   21:38
ვრცლად
ღაზას სექტორში ისრაელის საჰაერო დარტყმების შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი გაიზარდა - მსხვერპლთა შორის 31 ბავშვია

ღაზას სექტორში გარდაცვლილთა რიცხვი 113-მდე გაიზარდა.  ისრაელის საჰაერო დარტყმების შედეგად მსხვერპლთა შორის 31 ბავშვია.

"ალ-ჯაზირას" ინფორმაციით, დაშავებულთა გაზრდილია დაშავებულთა რაოდენობაც და მათი რიცხვი უკვე 600-ს აღწევს. 

მსხვერპლია ისრაელის ტერიტორიაზეც. ღაზის სექტორიდან განხორციელებულ დაჯგუფება "ჰამასის" სარაკეტო დარტყმებს შვიდი ადამიანი ემსხვერპლა, მათგან ორი ბავშვია, ერთი კი ინდოეთის მოქალაქეა.

ისრაელსა და პალესტინურ რადიკალურ დაჯგუფება "ჰამასს" შორის ორმხრივი იერიშები 9 მაისიდან არ წყდება. ისრაელის თავდაცვის სამინისტრო ღაზას სექტორში სახმელეთო ოპერაციის დაწყებას არ გამორიცხავს. მანამდე, საზღვართან განთავსებულმა თავდაცვის ძალებმა ანკლავის მიმართულებით საარტილერიო ცეცხლი გახსნეს.

 

დღის ამბები