35 წლამდე ქალი, რომელიც პეკინის ხანძრის დროს მე-6 სართულიდან გადმოხტა, გარდაიცვალა.
ქალი ხეჩინაშვილის კლინიკაში გადაიყვანეს. როგორც მკურნალმა ექიმმა "კურიერს“ განუცხადა, მას მძიმე ტრავმული მდგომარეობა აღენიშნებოდა.
ქალს გაეწია სათანადო სამედიცინო დახმარება, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.