19 ნოემბერი 2024,   21:38
ვრცლად
დღეს რელიგიური კონფესიების 40 წარმომადგენელი აიცრა - "კურიერის" ინფორმაციით, ამ დრომდე მართლმადიდებლური ეკლესიიდან მხოლოდ 2 პირია აცრილი

საქართველოში აცრილ ადამიანთა რაოდენობას დღეს რელიგიური კონფესიების 40 წარმომადგენელი შეემატა. მათ შორის არ არიან ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის სასულიერო პირები. "კურიერის" ინფორმაციით, ამ დრომდე საქართველოს დომინანტი ეკლესიიდან მხოლოდ 2 პირია აცრილი. 

რესპუბლიკურ საავადმყოფოს სპეციალურად მოწყობილ სივრცეში სხვადასხვა აღმსარებლობის სულიერი ლიდერები და ადამიანები მივიდნენ. საკუთარი პასუხიმგებლობა აცრით გამოხატეს და საზოგადოებას და მრევლს იმუნიზაციის პროცესში ჩართვისკენ მოუწოდეს.

პანტელეიმონ მკურნალის სახელობის ტაძრის წინამძღოლი მამა გიორგი ჩაჩავა პირველი სასულიერო პირი იყო, ვინც კორონავირუსის აცრა საჯაროდ გაიკეთა და მიაჩნია, რომ ვინც უარს ამბობს ვაქცინაციაზე, ის უარს ქვეყნის კეთილდღეობას ეუბნება. 

რელიგიის სახელმწიფო სააგენტოს სათათბიროში დიალოგი აქტიურად მიმდინარეობს ყველა აღმსარებლობის წარმომადგენელთან. მთავარი საკითხი ვაქცინაციაა. მათი საჯაროდ აცრის მაგალითი კი საზოგადოებისთვის სტიმულის მიმცემია, რომ ვაქცინა არის უსაფრთხო.

იმუნიზაციაში ჩართვის მსურველთა რაოდენობა ყოველდღიურად იზრდება, რისთვისაც მეტი ვაქცინაა საჭირო. მარტო რესპუბლიკურ საავადმყოფოში ერთ დღეში 1000-მდე ადამიანს უტარდება აცრა, თუმცა სპეციალისტები ამბობენ, რომ საზოგადოებრივი იმუნიტეტისთვის დღის განმავლობაში 10 ათასი ადამიანი უნდა იცრებოდეს.

SINOPHARM-ის რევაქცინაციისთვის რეგისტრაცია დღეიდან დაიწყო. ხვალიდან ვაქცინების ჩამონათვალს კიდევ ერთი ჩინური პრეპარატი დაემატა. Sinovac-ით აცრები მომავალი კვირიდან დაიწყება.

დღის ამბები