19 ნოემბერი 2024,   20:34
ვრცლად
ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტები რექტორის გადადგომის მოთხოვნით უკვე ორი დღეა შიმშილობენ

აქცია განათლების სამინისტროსთან - ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტები რექტორის გადადგომის მოთხოვნით, უკვე ორი დღეა პროტესტის უკიდურეს ფორმას, შიმშილობას მიმართავენ.

სტუდენტები აცხადებენ, რომ საკმაოდ მძიმე ბრალდებისთვის 4-ჯერ ნასამართლევი დავით გურგენიძე არ უნდა იყოს უნივერსიტეტის რექტორი და მის გადადგომას მოითხოვენ.

აქციის მონაწილეთა თქმით, პროტესტი იქამდე გაგრძელდება ვიდრე, განათლების მინისტრი არ შეხვდებათ.

სტუდენტების პროტესტს შეუერთდა "ახალგაზრდები ევროპული მომავლისთვის".

დღის ამბები