03 ოქტომბერი 2024,   00:35
ვრცლად
აეროპორტს შესაძლოა შოთა რუსთაველის სახელი მიენიჭოს - საკრებულომ ინიციატივა მოიწონა

თბილისის საერთაშორისო აეროპორტი შესაძლოა შოთა რუსთაველის სახელობის გახდეს. საკრებულოს გაერთიანებული კომისიების სხდომაზე 3 იდეიდან განსაკუთრებული მოწონება აეროპორტისთვის შოთა რუსთაველის სახელის მინიჭებამ მოიპოვა. კომისიების სხდომაზე აღნიშნული იდეა დადებითად შეაფასეს. 

კომისიების გაერთიანებულ სხდომაზე ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე სევდია უგრეხელიძე თბილისის საერთაშორისო აეროპორტისათვის ზვიად გამსახურდიას სახელის მინიჭების ინციატივით გამოვიდა. საქართველოს პირველი პრეზიდენტის სახელის უგულვებელყოფას უგრეხელიძე ანტიეროვნულ ქმედებად მიიჩნევს.

განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე თამარ ტალიაშვილმა სხდომაზე განაცხადა, რომ რუსთაველი მსოფლიო მნიშვნელობის მოვლენაა და ყველა ქართველს აერთიანებს. მისივე თქმით, აეროპორტის სახელი  "გახლეჩილ საქართველოს" არ უნდა განსახიერებდეს.

აღნიშნული საკითხი საკრებულოს სხდომის დღის წესრიგში უკვე ჩაიწერა. სხდომა ხვალ გაიმართება. 

 
ამავე თემაზე
დღის ამბები