19 ნოემბერი 2024,   21:31
ვრცლად
"ბორჯომის" და "ნაბეღლავის" ქარხნები რამდენიმე დღეა გაჩერებულია - გაფიცული თანამშრომლები შრომის პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ

ბორჯომის და ნაბეღლავის ქარხნები რამდენიმე დღეა გაჩერებულია. ორივე კომპანიის თანამშრომლები გაფიცულები არიან და შრომის პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ. ჯერჯერობით, შეთანხმება ვერცერთ კომპანიასთან ვერ ხერხდება. 

ნაბეღლავის გაფიცული თანამშრომლები ამბობენ, რომ მუშაობას მას შემდეგ განაახლებენ, რაც კომპანია სამუშაო პირობების გაუმჯობესების შესახებ მათ მოთხოვნებს დააკმაყოფილებს.

"ვითხოვთ სამუშაო პროცესის გაუმჯობესებას, ადამიანურ მოპყრობას, ანაზღაურების მომატებას. ახალი ვაკანსიები რომ გამოაცხადეს, იმაზე მეტს სთავაზობენ, რასაც ჩვენ ვითხოვთ. გამოდის, რომ ძველი თანამშრომლები არ აინტერესებთ. ველოდებით ორშაბათს, სახელმწიფომ გამოყო მედიატორი, რომელიც პროფკავშირებთან ერთად ჩაერთვება მოლაპარაკებებში,"- ამბობს კომპანია "ნაბეღლავის" თანამშრომელი ცოტნე კიკვილაშვილი.

დღის ამბები