19 ნოემბერი 2024,   21:43
ვრცლად
აქცია ნამახვანჰესის წინააღმდეგ და ულტიმატუმი ხელისუფლებას - აქციის მონაწილეები საკუთარ მოთხოვნებზე პასუხს კარვებში დაელოდებიან

ნამახვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეები დღეს თბილისში შეიკრიბნენ და მთავრობას მათი მოთხოვნები შეახსენეს. ისინი ითხოვენ, შეჩერდეს 2019 წელს გაფორმებული ხელშეკრულება მთავრობასა და "ენკას" შორის და კომპანიამ ხეობა დატოვოს. მათივე მოთხოვნების ჩამონათვალშია მთავრობის განკარგულების გაუქმება, რომელიც უძრავი ქონების გადაცემასა და პრივატიზებას გულისხმობს. აქციის მონაწილეებმა დღეს ტრიბუნიდან კიდევ ერთხელ განაცხადეს, რომ თანამდებობა ეკონომიკის მინისტრმა უნდა დატოვოს. იმ შემთხვევაში თუ მათი ყველა მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება აქციის მონაწილეები დედაქალაქის პარალიზებით იმუქრებიან.

აქციას არ ჩაუვლია დაპირისპირების გარეშე. ვითარება მაშინ დაიძაბა, როდესაც ბათუმიდან ჩამოსულმა ქვიარ ჯგუფმა პროტესტის მონაწილეებს სოლიდარობა გამოუცხადა. ტრანსფარანტი მოძრაობა "ზნეობის" ლიდერმა დააზიანა, მისი სამაგრი კი გატეხა. დაპირისპირების შედეგ პროცესში ჩაერთო პოლიციაც.

დღეს აქციას შეერთდნენ პოლიტიკოსებიც, მათ შორის ულტრაკონსერვატიული და ულტრანაციონალიტური პარტიების ლიდერები. მონაწილეთა შორის იყვნენ ჰომოფობიური ჯგუფების წარმომადგენლებიც. აქციაზე შეკრებილები, რომლებიც საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ხშირად აგრესიული ქმედებებით გამოირჩევიან, ამბობდნენ, რომ მათთვის მიუღებელ ქმედებას აქაც საჭირო პასუხს გასცემდნენ.

აქციაზე ის არასამთავრობო ორგანიზაციების იმყოფებოდნენ რომლებიც მთელი პროტესტის განმავლობაში სოლიდარობას უცხადებენ რიონის ხეობის მოსახლეობას და მიმდინარე პროცესებს სამართლებრივად სწავლობდნენ.

დღის ბოლოს პირველი რესპუბლიკის მოედანზე საპროტესტო კარვები გაიშალა, სადაც აქციის მონაწილეები, მინიმუმ, ერთ ღამეს გაათენებენ.

დღის ამბები