13 მაისი 2024,   10:40
ვრცლად
ბელარუსულ ავიაკომპანიებს ევროკავშირის საჰაერო სივრცეში ფრენა აეკრძალათ - ევროსაბჭომ შესაბამისი დოკუმენტი უკვე მიიღო

ევროსაბჭომ მიიღო დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც ბელარუსულ ავიაკომპანიებს ევროკავშირის საჰაერო სივრცეში ფრენა ეკრძალებათ - ამის შესახებ სოციალურ ქსელ twitter-ზე შარლ მიშელის სპიკერმა ბარენდ ლეიტსმა დაწერა. დოკუმენტში საუბარია ეკონომიკური და სხვა სანქციების გატარებაზეც. 

"ევროსაბჭო მკაცრად გმობს 2021 წლის 23 მაისს ბელარუსის მიერ საავიაციო უსაფრთხოების დარღვევით Ryanair​-ის რეისის ძალის გამოყენებით მინსკში დასმას და ბელარუსელი ძალოვნების მიერ ჟურნალისტ რამან პრატასევიჩის და სოფია საპეგას დაკავებას.

ევროსაბჭო:

- მოითხოვს რამან პრატასევიჩის და სოფია საპეგას დაუყოვნებლივ გათავისუფლებას და მათი გადაადგილების თავისუფლების უზრუნველყოფას;

- მოუწოდებს სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციას, რომ სასწრაფოდ გამოიძიოს ეს უპრეცედენტო და მიუღებელი ინციდენტი;

- იწვევს საბჭოს, რომ შეიმუშაონ პიროვნებების და ორგანიზაციების დამატებითი სიები შემდგომი სანქცირების მიზნით;

- მოუწოდებს საბჭოს შეიმუშავოს დამატებითი მიზნობრივი ეკონომიკური სანქციები და იწვევს უმაღლეს წარმომადგენელს და კომისიას, რომ დაუყოვნებლივ წარადგინონ წინადადებები ამ მიმართულებით;

- მოუწოდებს ევროპელ გადამზიდებს თავი აარიდონ ბელარუსის საჰაერო სივრცეში ფრენას;

- მოუწოდებს საბჭოს მიიღოს საჭირო ზომები ევროპის საჰაერო სივრცეში ბელარუსული ავიაკომპანიების ფრენების ასაკრძალად და ევროპულ აეროპორტებში ამ კომპანიების რეისების წვდომის შესაზღუდად;

 - მხარში უდგას ლატვიას ლატვიელი დიპლომატების გაუმართლებელი გამოძევების გამო,"-ნათქვამია დოკუმენტში. 

 No description available.

ამავე თემაზე
დღის ამბები