13 მაისი 2024,   08:05
ვრცლად
სამხედრო გადატრიალება მალიში - ოფიცრებმა დროებითი მთავრობის პრეზიდენტი, პრემიერი და თავდაცვის მინისტრი დააკავეს

მორიგი სამხედრო გადატრიალება მალიში. ოფიცრებმა დროებითი მთავრობის პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი და თავდაცვის მინისტრი დააკავეს.

ინციდენტს  გაერთიანებული ერების ორგანიზაცია გამოეხმაურა და მომხდარი დაგმო. გაერო  სამხედროებს დაკავებულების "დაუყოვნებლივ და უპირობოდ" გათავისუფლებისკენ მოუწოდებს.

"როიტერის" ცნობით, სამთავრობო პირების დაკავება მას შემდეგ მოხდა, რაც მთავრობის შემადგენლობის განახლების შედეგად ორმა სამხედრომ თანამდებობა დაკარგა.

სააგენტოს ცნობითვე, დაკავებულები ამჟამად დედაქალაქ ბამაკოს მახლობლად მდებარე სამხედრო ბაზაზე ჰყავთ. სამხედრო ძალით ხელისუფლების დამხობა მალიში გასული წლის აგვისტოშიც მოხდა, რის შედეგადაც მალის მაშინდელი პრეზიდენტი იბრაჰიმ ბუბაქარ კეიტა თანამდებობიდან გადადგა.

დღის ამბები