13 მაისი 2024,   12:18
ვრცლად
1 მილიონი დოლარის ჯეკპოტი შემთხვევით ნაყიდი ლატარიის ბილეთით - გამდიდრებულმა მამაკაცმა ჯერ არ იცის, რაში დახარჯოს მოგებული მილიონი 

ამერიკის ქალაქ ჰენდერსონვილის მაცხოვრებელმა, ჩრდილოეთ კაროლინას შტატში, მაღაზიაში შესვლისას საჭირო ნივთი ვერ იპოვა, თუმცა ერთი ლატარიის ბილეთის ყიდვით ჯეკპოტი მოიგო. ამის შესახებ უცხოური მედია UPI იუწყება.

ჩარლს ბრაუნმა (Charles Browne) მაღაზიაში ენერგეტიკული სასმელისა და ლატარიის ბილეთის საყიდლად შეიარა. ბილეთები, რომელსაც ის ჩვეულებრივ ყიდულობდა, მაღაზიაში არ იყო და სხვა მომენტალური ლატარია აირჩია.

მამაკაცმა მაღაზიიდან პარკინგზე გასვლის შემდეგ, ბილეთს დამცავი ფენა მოაშორა და აღმოაჩინა, რომ 1 მილიონი აშშ დოლარის ჯეკპოტი მოიგო.

მოგებული ფულით, მამაკაცი გადასახადების გადახდას გეგმავს, თუმცა მისივე თქმით, დრო სჭირდება მოსაფიქრებლად, თუ რაში დახარჯოს დანარჩენი თანხა.

დღის ამბები