13 მაისი 2024,   11:32
ვრცლად
შავ ზღვაში ნავთობი ჩაიღვარა - შემთხვევა ტუაფსეს სანაპიროსთან მოხდა

შავ ზღვაში, ტუაფსეს ერთ-ერთ სანაპიროსთან ახლოს ნავთობი ჩაიღვარა. 

ნავთობპროდუქტები ზღვაში გუშინ საღამოს, სანაპიროდან 790 მეტრის დაშორებით ჩაიღვარა. 

გაწმენდითი სამუშაოები გუშინვე დაიწყო და ამ დრომდე გრძელდება. შემთხვევის ადგილზე 60 მაშველი და  ათეულობით სპეცტექნიკა მუშაობს. აღებულია დაბინძურებული წყლის ნიმუშები. 

ტუაფსეს ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით კი, აკვატორია ნავთობპროდუქტებისგან უკვე გაწმენდილია.  

დღის ამბები