03 ოქტომბერი 2024,   19:21
ვრცლად
სტიქია გურიაში

გურიაში დილიდან  ძლიერად წვიმს, რამაც მდინარეების ადიდება გამოიწვია.  სტიქიის გამო დაზარალდა ოზურგეთის  მუნიციპალიტეტის სოფლები. შეწყვეტილია საავტომობილო მიმოსვლა. ჩახერგილია გზები. დილიდან სოფელ შემოქმედის მოსახლეობის ევაკუცია მიმდინარეობს.  სოფელ შემოქმედში შეჩერებულია სწავლა.  

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა  მერაბ ჭანუყვაძემ  „რუსთავი2“ -თან სატელეფონო საუბრისას თქვა, რომ  ყველაზე რთული მდგომარეობა არის იმ სოფლებში, სადაც მიედინება მდინარე ბჟუჟი და მდინაარე ნატანები. განსაკუთრებით რთული მდგომარეობა კი სოფელ შემოქმედშია.

ამ დროისთვის მობილიზირებულია ტექნიკა და ადგილზე მუშაობს  სამაშველო სამსახური.  

„ტექნიკა საკმარისია, ველოდებით გამოდარებას, რომ დავიწყოთ სამაშველო სამუშაოები, რადგან მდინარე ძალიან არის  ადიდებული და ვერ ხერხდება სამუშაოების დაწყება. რაც მთავარია, ადამიანებს საფრთხე არ ემუქრებათ,“ -  ამბობს მერაბ ჭანუყვაძე.

სოფელ ნატანებში კი ოზურგეთის გზა არის ჩხერგილი. ხეები მოგლიჯა ქარმა და ამ დროოსთვის გზის გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს.

სოფელ შემოქმედში არის წყალსაცავი, საიდანაც ქალაქი მარაგდება. როგორც ოზურგეთის გამგებელი ამბობს, ეს  წყალსაცავიც დააზიანა სტიქიამ, მაგრამ ქალაქი წყლის გარეშე არ არის დარჩენილი, რადგან ამ რეზერვუარიდან მხოლოდ  ქალაქის ნაწილი მარაგდება.  

დღის ამბები