13 მაისი 2024,   22:41
ვრცლად
წყვილმა მთლიანი თვითმფრინავი იქირავა, რომ 160-სტუმრიანი ქორწილი გადაეხადა - ინდოეთში გამოძიება დაიწყო

კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვებისთვის რომ აერიდებინათ თავი, ინდოელმა წყვილმა თვითმფრინავი იქირავა და ქორწინების ცერემონიალი ცაში გადაიხადა. ვიდეო "ტვიტერზე" გავრცელდა. 

ცერემონიალს 160-ზე მეტი ადამიანი ესწრებოდა. 

ინდოეთის შტატ ტამილ ნადუში, საიდანაც არის წყვილი, მკაცრი შეზღუდვები მოქმედებს და მხოლოდ 50 სტუმრის შეკრებაა ნებადართული. 

მომხდართან დაკავშირებით გამოძიებაა დაწყებული. სამოქალაქო ავიაციის დირექტორატის წარმომადგენელმა გამოცემასთან Times of India განაცხადა, რომ "ბოინგ 737" მადურაიდან ბანგალორემდე იქირავა სამოგზაურო აგენტმა, ქორწინების შემდგომ მოგზაურობისთვის.  

ინდოეთში კორონავირუსს უდიდესი მსხვერპლი მოჰყვა - ინფექციამ სულ მცირე 300 000 ადამიანი იმსხვერპლა. ექსპერტები არაუდობენ, რომ გარდაცვლილთა რაოდენობა ბევრად მაღალია. 

საავადმყოფოები და კრემატორიუმები გადატვირთულია, კლინიკებში ჟანგბადის დეფიციტია. 

ამავე თემაზე
დღის ამბები