13 მაისი 2024,   10:01
ვრცლად
"მსოფლიოში უდიდესი ღაწვების მქონე ქალი" პლასტიკური ოპერაციების გაკეთებას კიდევ აპირებს

ქალი, რომელიც ამტკიცებს, რომ მსოფლიოში "ყველაზე დიდი ღაწვები" აქვს, ამბობს, რომ პლასტიკური ოპერაციების გაკეთებას კიდევ აპირებს. 

კიევში მცხოვრები ანასტასია პოკრეშუკი სოციალურ ქსელში პოპულარული სწორედ თავისი უნიკალური გარეგნობით გახდა. ის თავის გამომწერებს ღიად უყვება თავისი სხეულისა და სხვადასხვა ოპერაციის შესახებ. 

No description available.

ერთ-ერთი გამომწერის კითხვას, აპირებს თუ არა გაიზარდოს მკერდისა და საჯდომის ზომა იმპლანტების მეშვეობით, პოკრეშუკმა უპასუხა, რომ უახლოეს პერიოდში მკერდის გაზრდას გეგმავს. მისივე თქმით, ის არ აპირებს საჯდომის იმპლანტის გამოყენებას, რადგან საჯდომის გაზრდას საკუთარი ლიპოსაქციის შედეგად გამოდევნილი ცხიმით აპირებს. 

ანასტასიას სხვა ბევრი ოპერაცია აქვს გაკეთებული, რომელიც მოიცავს ტუჩების ფილერით შევსებას, ვინირებს კბილებზე, ყბის ხაზისა და ნიკაპის კორექციას, და, რა თქმა უნდა, ღაწვების მოცულობის გაზრდას, რომელზეც მან ჯამში 2100 დოლარი დახარჯა. 

No description available.

ცოტა ხნის წინ ინსტაგრამის მოდელმა გამომწერებს აჩვენა ფოტო, თუ როგორ გამოიყურებოდა ის პლასტიკური ოპერაციების გაკეთებამდე. 

ანასტასია ამბობს, რომ სანამ პლასტიკურ ოპერაციებს მიმართავდა მორცხვი იყო და საკუთარი ფოტოების სოციალურ ქსელში დადება ერიდებოდა. მისივე თქმით, მას შემდეგ, რაც გარეგნობა შეიცვალა, უფრო თავდაჯერებული გახდა. 

No description available.

დღის ამბები