19 ნოემბერი 2024,   20:27
ვრცლად
Instagram-ზე მოწონებების რაოდენობა აღარ გამოჩნდება - ახალი ინსტრუმენტი სოციალურ ქსელში

Instagram-ი მომხმარებლებს სთავაზობს შესაძლებლობას, რომ მოწონებების რაოდენობა დამალონ და მისი ნახვა სხვებს აღარ შეეძლოთ. ინფორმაციას BBC ავრცელებს

როგორც კომპანიაში აცხადებენ, მნიშვნელოვანია, Instagram მეგობრებმა ყურადღება გაამახვილონ იმაზე, თუ რას  აზიარებენ და არა იმაზე, თუ რამდენ მოწონებას აგროვებს ესა თუ ის პოსტი. 

ამ ახალი ინსტრუმენტის გამოყენებაზე საუბარი 2019 წლიდან დაიწყო, თუმცა გლობალურად მხოლოდ ახლა იქნება ხელმისაწვდომი. 

"ამას უფრო დიდი დრო დასჭირდა, ვიდრე მეგონა, მაგრამ ნამდვილად აღფრთოვანებული ვარ იმით, რომ ეს მოხდა. ვფიქრობ, ამ სივრცეში კიდევ ბევრი რამ არის გასაკეთებელი,"- ამბობს Instagram-ის უფროსი ადამ მოსერი.

ჩატარებული კვლევების შემდეგ დადგინდა, რომ მოწონებების რაოდენობის დამალვამ, შესაძლოა, მომხმარებელთა ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე დადებითად იმოქმედოს. 

აღსანიშნავია, რომ კვლევების მიხედვით, მოზარდებში სოციალური მედიის გამოყენებასა და ფსიქიკურ ჯანმრთელობას შორის კავშირი არსებობს.

 

 

 

 

დღის ამბები