19 ნოემბერი 2024,   20:31
ვრცლად
რას მიაღწიეს ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეებმა თბილისში - დედაქალაქში 4 დღიანი აქცია დასრულდა 

ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეთა ოთხდღიანი აქცია თბილისში დასრულებულია. რიონის ხეობის წარმომადგენლები, ჰესების კასკადის მშენებლობის გაპროტესტებას, ხვალიდან, კვლავ ნამოხვანში განაგრძობენ.

ლიდერების თქმით, ხვალიდან აქციები, პიკეტირება, კომპანიის საქმიანობისთვის ხელის შეშლა ხეობაში ყოველდღიურად მოხდება. პარალელურად, ჰესის მშენებლობის ადგილზე პოლიციამ სპეციალური დამცავი ჯებირების განთავსება უკვე დაიწყო.

დედაქალაქის დატოვებამდე, ტრადიციულად ცოცხალი ჯაჭვისა და დაცვის თანხლებით სცენამდე მისულმა ვარლამ გოლეთიანმა, მომიტინგეებს მიმართა. ხანგრძლივ გამოსვლაში მან არაერთი პოლიტიკური შინაარსის განცხადებაც გააკეთა. თქვა, რომ ხელისუფლება, თანამებრძოლებთან ერთად, სამართლებრივად ანტისახელმწიფოებრივ ქმედებაში უკვე ამხილა. 

ჰესის მოწინააღმდეგეებს განმარტებების გაკეთება 26 მაისთან დაკავშირებით დღეს კიდევ ერთხელ მოუწიათ. შეცვალეს თავდაპირველი გეგმაც და მოწოდებებიც. შესაბამისად, საზეიმო ღონისძიებების პარალელურად რესპუბლიკის მოედანზე არავინ შეკრებილა.


დღის ამბები