20 ნოემბერი 2024,   00:41
ვრცლად
17 გარდაცვლილი, 508 ინფიცირებული და 1481 გამოჯანმრთელებული - COVID-19-ის განახლებული სტატისტიკა

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 508 ახალი შემთხვევა დადასტურდა და ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 340 838 გახდა.

გამოჯანმრთელდა კიდევ 1 481 პაციენტი, შედეგად კორონავირუსისგან განკურნებულთა რიცხვმა - 323 409-ს მიაღწია.

ბოლო 24 საათში კორონავირუსისგან 17 ადამიანი გარდაიცვალა. 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე COVID-19-ს ქვეყანაში 4 699 ადამიანი ემსხვერპლა. 

ბოლო 24 საათში ჩატარდა 24 358 კვლევა ტესტით, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით 12 320 , PCR ტესტით 12 038.

დადებითობის მაჩვენებელი: დღიური - 2,09%, ბოლო 14 დღის - 3,77%, ბოლო 7 დღის - 3,47%.

სულ აცრილია - 125 601, დღიურად აცრილია - 4 291.

დღის ამბები