19 მაისი 2024,   03:27
ვრცლად
ფრანგულ და ავსტრიულ ავიაკომპანიებს რუსეთმა მოსკოვის მიმართულებით ფრენების განხორციელებაზე უარი უთხრა

ფრანგულ და ავსტრიულ ავიაკომპანიებს რუსეთმა მოსკოვის მიმართულებით ფრენების განხორციელებაზე უარი უთხრა. მიზეზი "ეარფრანსის" და "ავსტრიის ავიახაზების" მიერ ბელარუსის საჰაერო სივრცის გვერდის ავლაა.

ოფიციალური მოსკოვის უარის გამო ორივე კომპანიამ რეისები გააუქმა.

ევროპული ავიაკომპანიების ნაწილი ბელარუსის საჰაერო სივრცეში ფრენისგან თავს მას შემდეგ იკავებს, რაც ბელარუსმა ათენი-ვილნიუსის რეისი დაუგეგმავად მინსკში დასვა და ბორტზე მყოფი ოპოზიციონერი ჟურნალისტი დააკავა. მოსკოვი კი ბელარუსის პოლიტიკის მხარდამჭერია.

დღის ამბები