19 მაისი 2024,   05:24
ვრცლად
"ბურგერები კალიებით, ჭრიჭინებით და სხვა მწერებით" - ამერიკელი შეფი პროტეინების მიღების ახალ გზას გვთავაზობს

ამერიკელმა შეფმა, ჯოსეფ იუნმა ბრუკლინის ცენტრში ჭრიჭინების საკვებში გამოყენება დაიწყო.

მილიარდობით ჭრიჭინა თავის ცხოვრების ციკლს მიწისქვეშ ატარებს. ისინი მიწის მაღლა 17 წელიწადში ერთხელ ჩნდებიან, ძირითადად აშშ-ს აღმოსავლეთ ნაწილში. 

"რატომ არ ვჭამთ იმას, რითაც მსოფლიოში 2 მილიარდი ადამიანი იკვებება?" - შეფი თავის პოზიციას ასე ამყარებს და სზოგადოებას მწერების პროტეინის აქტიური გამოყენებისკენ მოუწოდებს.

"ჭრიჭინებში უამრავი სახის გემო ერთიანდება, სწორედ ამიტომ ვეძახი მათ გემოს ბომბებს! ის ერთ-ერთი საუკეთესო ინგრედიენტია. გლობალური მოვლენების და კლიმატის ცვლილების გათვალისწინებით, ჩვენ გვიწევს ახალი გზები მოძებნა, რათა მეტი პროტეინი მივიღოთ, ამ მხრივ კი მწერების პროტეინი საუკეთესოა. ამერიკელ ხალხს როდესაც მწერებს საკვებად ვთავაზობ, ძალიან ცუდი რეაქცია აქვთ, მაგრამ თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ისინი სრულიად ვარგისნი არიან საჭმელად. 2000 სახეობა 2000 სხვადასხვა გემოს ნიშნავს" - ამბობს შეფ ჯოსეფი BBC-სთან მიცემულ ინტერვიუში.

ავტორი: ბაჩი ტყემალაძე

დღის ამბები