19 მაისი 2024,   04:54
ვრცლად
გერმანიაში გაიხსნება სპეციალური ცენტრი, რომელიც პანდემიისთვის მზადებაზე დაიწყებს მუშაობას - ზაზა წერეთელი

ნორვეგიის სამეფოს ჯანდაცვის სამინისტროს უფროსმა მრჩეველმა ზაზა წერეთელმა "დღის კურიერის" ეთერში საუბრისას განაცხადა, რომ უკვე მიღებული გადაწყვეტილებით, გერმანიაში გაიხსნება სპეციალური ცენტრი, რომელიც პანდემიაზე და პანდემიისთვის მზადებაზე დაიწყებს მუშაობას. 

"მიღებულია გადაწყვეტილება, რომ გერმანიაში გაიხსნება სპეციალური ცენტრი, რომელიც პანდემიაზე და პანდემიისთვის მზადებაზე დაიწყებს მუშაობას. ცენტრში კი ევროკავშირის ქვეყნები გაერთიანდებიან. ისინი გამოცდილებას გაიზიარებენ და ქვეყნებს იმ ღონისძიებებს შესთავაზებენ იმისათვის, რომ მომავალი პანდემიისთვის უკვე მზად იყვნენ,"- აღნიშნა ზაზა წერეთელმა. 

დღის ამბები