19 მაისი 2024,   06:02
ვრცლად
გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭომ ისრაელსა და ჰამასს შორის კონფლიქტის დროს ძალადობის შემთხვევების გამოძიებას მხარი დაუჭირა

გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭომ ისრაელსა და ჰამასს შორის კონფლიქტის დროს ძალადობის შემთხვევების გამოძიებას მხარი დაუჭირა.

რეზოლუციაში საუბარია დაძაბულობის, არასტაბილურობისა და კონფლიქტის გაჭიანურების ყველა ძირეული მიზეზის გამოძიების საჭიროებაზე. საბჭომ რეზოლუცია 24 ხმით 9-ის წინააღმდეგ დაამტკიცა.

გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის განცხადებით, დიდი მსხვერპლის გამო ისრაელის ავიადარტყმები ღაზაში შესაძლოა სამხედრო დანაშაულებს წარმოადგენდეს. ჰამასის სარაკეტო იერიშები კი საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის დარღვევად შეფასდა.

დღის ამბები