19 მაისი 2024,   07:21
ვრცლად
აშშ-ის სამთავრობო უწყებებსა და ანალიტიკური ცენტრების წინააღმდეგ რუსმა ჰაკერებმა ახალი კიბერთავდასხმები წამოიწყეს

შეერთებული შტატების სამთავრობო უწყებებსა და ანალიტიკური ცენტრების წინააღმდეგ რუსმა ჰაკერებმა ახალი კიბერთავდასხმები წამოიწყეს. აღნიშნულ ქმედებას ისინი USAID-ის ელექტრონული ფოსტის საშუალებით ახერხებენ. თავდასხმის სამიზნე 150 სხვადასხვა ორგანიზაცია და სამი ათასი ელექტრონული მისამართია.

შეერთებული შტატების გარდა, კიბერთავდასხმები მსოფლიოს 24 ქვეყნის ისეთ ორგანიზაციებზე განხორციელდა, რომლებიც საერთაშორისო განვითარებას, ჰუმანიტარულ და ადამიანის უფლებების სფეროებს მოიცავს.

შეტევაში კომპანია მაიკროსოფტი ნობელიუმს ადანაშაულებს და აღნიშნავს, რომ ეს იგივე სუბიექტია, რომელიც სოლარვინდზე განხორციელებული თავდასხმის უკან დგას.

ამასთანავე, აღსანიშნავია ფაქტი, რომ ჰაკერული დარტყმები წინ უძღვის შეერთებული შტატების 46-ე პრეზიდენტის და ვლადიმერ პუტინის შეხვედრას ჟენევაში.

დღის ამბები