19 მაისი 2024,   04:12
ვრცლად
წყვილი ყველა წესის დაცვით დაქორწინდა, თუმცა აღმოჩნდა, რომ მათ ქორწინებას ძალა არ აქვს - ინდოეთში ოჯახის შექმნა პანდემიის დროს აიკრძალა

ინდოელებმა კანონი დაარღვიეს და კარანტინის დროს ფარულად იქორწინეს - ქვეყანაში პანდემიის დროს შექმნილი ოჯახები არალეგალურად ითვლება. ამის შესახებ ინფორმაციას The Hindustan Times ავრცელებს.

საუბარია ინდოეთის კონკრეტულ შტატზე, მადჰია-პრადეშზე, სადაც ადგილობრივი ხელისუფლება მაისში გამართულ ქორწინებებს არაკანონიერად გამოაცხადებს. აღნიშნულ პერიოდში ინდურმა პარლამენტმა ქორწინებებზე აკრძალვა შემოიღო, ვინაიდან COVID-19-ის ინფიცირების რისკები საკმაოდ მაღალი იყო.

კანონიერი აკრძალვებისა და ინფიცირების რისკების მიუხედავად, რამდენიმე წყვილმა მაინც იქორწინა.

ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, ხელისუფლებამ, დაახლოებით, 130 საქორწილო ცერემონიის ჩატარებას შეუშალა ხელი.

დღის ამბები