მეტროსადგურ "გოცირიძეზე" მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებიდან გამომდინარე, აღნიშნული სადგურიდან მეტროსადგურ "დიდუბემდე" (ზედა სადგური) მგზავრებს №169 ავტობუსი მოემსახურება.
თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ცნობით, №169 ავტობუსის მარშრუტი დროებითია და იფუნქციონირებს "გოცირიძის" გახსნამდე, 30-წუთიანი ინტერვალით.
ხაზზე ავტობუსი მოძრაობას დაიწყებს დილის 07:00 საათზე და დაასრულებს 22:30 საათზე.