კომპანია "ენკას" დირექტორის განცხადებით, ამ დროისთვის ნამახვანჰესის მშენებლობის პროცესი არ მიმდინარეობს და კომპანია მხოლოდ მოსამზადებელ პერიოდს ახორციელებს.
"პროექტის შესაბამისად, იტბორება სამი სოფელი, გადახდილია 35 მილიონი ლარი კომპენსაციების სახით და დაკმაყოფილებულია ყველა ის მოსახლე, რომელიც დატბორვის არეალში იმყოფებოდა, გარდა ერთი ქალბატონისა. იმედს გამოვთქვამთ, რომ მას შემდეგ, რაც კომუნიკაცია შედგება, ეს ქალბატონი თავის საყვარელ ადგილს თავის სამშობლოს დაუთმობს,"- აღნიშნავს კომპანია "ენკას" დირექტორი მერაბ ლომინაძე.
პარალელურად გუმათში პროტესტი გრძელდება.
"საპროტესტო აქციის დროს არიან გარკვეული პროვოკაციული ჯგუფები, მათ შორის, ჩვენ ვნახეთ, რომ 2 მათგანს ე.წ ბრონის ჟილეტი ეცვა. თვითონ პროვოცირებენ დაპირისპირებას,"- აცხადებს მოძრაობის ”რიონის ხეობის გადარჩენისთვის” დამფუძნებელი ვარლამ გოლეთიანი.