აჭარაში საკვებით 50-მდე პირი მოიწამლა. არსებული ინფორმაციით, ერთ-ერთ სამკერვალო ფაბრიკაში დასაქმებული პერსონალი შუადღის სადილის შემდეგ შეუძლოდ გახდა და სასწრაფო სამედიცინო დახმარება გამოიძახეს. სავარაუდოდ, საწარმოში დასაქმებულთა ინტოქსიკაცია საკვებმა გამოიწვია.
ისინი ბათუმის სხვადასხვა კლინიკაში არიან გადაყვანილები. ექიმების ინფორმაციით, მათი მდგომარეობა მსუბუქი ან საშუალო სიმძიმისაა და არც ერთი მათგანის მდგომარეობა მძიმე არ არის.
საწარმოს ადმინისტრაციის წარმომადგენელი ამბობს, რომ წლების განმავლობაში დაწესებულებას საკვებით ერთ-ერთი თურქული კომპანია უზრუნველყოფს, თუმცა მის ხარისხთან და ვარგისიანობასთან დაკავშირებით პრობლემა არასდროს შექმნილა.
მიზეზების დადგენის მიზნით კვლევა მიმდინარეობს. ამ წუთებში ადგილზე აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის სპეციალისტები მუშაობენ.
მომხდარზე გამოძიება 124-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის გაუფრთხილებლობის დაზიანებას გულისხმობს.