19 ნოემბერი 2024,   21:45
ვრცლად
ძლიერი წვიმის შედეგად დიდ დიღომში ბერი ანდრიას ფონდი ისევ დაიტბორა

თბილისში უხვმა ნალექმა პრობლემები შექმნა. ძლიერი წვიმის შედეგად დატბორილია ბერი ანდრიას ფონდი. შემთხვევის ამსახველ კადრებს ფონდის წარმომადგენლები სოციალურ ქსელში აქვეყნებენ და დახმარებას ითხოვენ. 

"ხვალ 1 ივნისია, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე... მიუხედავად ჩვენი ფონდის დიდი მცდელობისა, მეტი ადამიანი ჩართულიყო მადლიან, საშვილიშვილო საქმეში, ამ ბავშვებზე მორგებულ, ახალ, დასრულებულ სარეაბილიტაციო სახლში, რომელიც სახელმწიფოს მფლობელობაში მყოფ მიწაზე ავაშენეთ, სამზარეულოს მოწყობაში დაგვხმარებოდა რომელიმე სტრუქტურა, რათა დროულად გადაგვეყვანა ჩვენი შვილობილები, ავთვისებიანი სიმსივნით დაავადებული ბავშვები მათთვის უსაფრთხო გარემოში, "ბედნიერ სახლში".

როგორც ცხოვრებამ დაგვანახა, მხოლოდ ჩვენი და ჩვენი მეგობრების მცირე ნაწილის საზრუნავია ბავშვთა ეს ჯგუფი...

ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს აი ასე ვხვდებით ფონდის მიერ დაქირავებულ, უკვე მეორედ დატბორილ სახლში... მობრძანდით თქვენც ... თვალი გაუსწორეთ ბავშვებს, რომლებიც, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, იძულებულნი არიან თბილისში იცხოვრონ..." - წერენ ბერი ანდრიას ფონდის "ფეისბუქგვერდზე".

დღის ამბები