ლაგოდეხში ავარიის დროს 7 ადამიანი მსუბუქად დაშავდა. შემთხვევა სოფელ კაბლის მიმდებარედ მოხდა.
მსუბუქი ავტომანქანის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და სასწვავმზიდს შეეჯახა.
დაშავებულები სასწრაფო დახმარების ჯგუფმა ლაგოდეხის "არქიმედეს" კლინიკაში გადაიყვანა. დაშავებულებს შორის რამდენიმე არასრულოწლოვანია.
ადგილზე ამ დროისთვის პოლიციაა მობილიზებული.