03 ოქტომბერი 2024,   19:24
ვრცლად
„სითი პარკთან« დადებულ ხელშეკრულებას საერთაშორისო აუდიტორული კომპანია შეისწავლის

თბილისის მთავრობის სხდომაზე თბილისის მერმა, დავით ნარმანიამ განაცხადა, რომ „სითი პარკთან« დადებულ ხელშეკრულებას საერთაშორისო აუდიტორული კომპანია შეისწავლის.

ნარმანიას განცხადებით, ქალაქის ხელმძღვანელობამ გადაწყვეტილება მიიღო „სითი პარკთან« დადებული ხელშეკრულება დამატებით კვალიფიციურმა საერთაშორისო აუდიტორულმა კომპანიამ შეისწავლოს. მისივე თქმით, სამართლებრივი და ფინანსური ანალიზი გაკეთდება, რათა ქალაქის ხელმძღვანელობას ჰქონდეს მყარი არგუმენტები და დასკვნა, რატომ არის აუცილებელი კომპანიასთან დადებული კაბალური ხელშეკრულების შეცვლა, მასში დამატებების შეტანა, რათა ხელშეკრულება თბილისელებისათვის უფრო სასარგებლო გახდეს.

კომპანია „სითი პარკთან« თბილისის მერიამ ხელშეკრულება 2006 წელს გააფორმა. 

ამავე თემაზე
დღის ამბები