26 აპრილი 2024,   13:18
ვრცლად
სახლები ტალღების ქვეშ იძირება და უბრალოდ ქრება, კალეს კუნძული კლიმატის ცვლილებამ მთლიანად გააქრო

ზღვის დონის აწევა გარემოზე დიდ გავლენას ახდენს და სოლომონის კუნძულებს ზიანს აყენებს. ეს ულამაზესი ადგილები ნელ-ნელა ქრება კლიმატის ცვლილებასთან ერთად. კალეს კუნძული პირველია, რომელიც სოლომონის რეგიონში წყლის დონის აწევამ და ტალღებმა ფაქტობრივად გააქრო.

კალეს კუნძულიდან თითქმის აღარაფერი დარჩა. იგი მთლიანად წყლის ქვეშ არის მოქცეული.

"მე მახსოვს, როგორ მივდიოდი კალეს კუნძულზე ბებიასთან, ის ულამაზესი ადგილი იყო ვრცელი ტყითა და ეგზოტიკური არსებებით. დაახლოებით 10 წლის წინ აქ სიცოცხლე ჩქეფდა, ახლა კი წყლის გარდა აღარაფერია." - ამბობს BBC-სთან ინტერვიუში ერთ-ერთი ადგილობრივი.

ეს მსოფლიოში პირველი კუნძულია, რომელიც კლიმატმა იმსხვერპლა, ზღვის დონის მატებასთან ერთად კი ჩაძირული სამოთხის გარშემო მყოფ კუნძულებსაც, მათ შორის გლადისის სოფელს დიდი საფრთხე ემუქრება.

კუნძული ადრე:

 

ფოტოს გახსნა


"აქ ცხოვრება ყოველდღიური გამოწვევაა, აქ ჩვენ სახლი გვქონდა, მაგრამ ზღვის დონე ყოველ წელს იმატებს, რაც საქმეს კიდევ უფრო ართულებს." - აცხადებს ადგილობრივი.

კუნძული ახლა:

ფოტოს გახსნა


გლადისის კუნძულზე სანაპირო თითქმის მთლიანად გაქრა, ხოლო სახლები უბრალოდ ზღვაში იძირებიან. დედამიწის დაბინძურება, ხე-ტყის გაჩეხვა და ყინულის დნობა ჩვეულ რიტმში გრძელდება, ეს კი გლობალური მასშტაბის პრობლემაა.

დღის ამბები