19 ნოემბერი 2024,   22:21
ვრცლად
დე ფაქტო ცხინვალის რეგიონის უშიშროების სამსახური ზაზა გახელაძის ოჯახის განცხადებას ეხმაურება

დე ფაქტო ცხინვალის რეგიონის უშიშროების სამსახური განცხადებას ავრცელებს. რუსეთის მიერ მხარდაჭერილი რეჟიმი ზაზა გახელაძის ოჯახის განცხადებას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ ნებისმიერი პროვოკაციული ქმედება აღკვეთილი იქნება კანონის ფარგლებში. 

რუსეთის მიერ ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო მთავრობა ოფიციალურ თბილისს მიმართავს და მოუწოდებს, აღკვეთოს არასამთავრობო ორგანიზაციის ლიდერის დავით ქაცარავას "პროვოკაციული ქმედებები, რომელიც 23 ივნისსაა დაგეგმილი".

დე ფაქტო ცხინვალის ე.წ. КГБ აცხადებს, რომ დაკავებული პირის განთავისუფლება მხოლოდ კანონით გათვალისწინებული პირობებითაა შესაძლებელი და არა ზეწოლით. 

დღის ამბები