03 ოქტომბერი 2024,   19:31
ვრცლად
თბილისში თავშესაფრების მშენებლობისთვის ახალი კომისია შეიქმნება

თბილისის მთავრობის გადწყევტილებით, დედაქალაქში ახალი  თავშესაფრების მშენებლობისთვის დამოუკიდებელი კომისია შეიქმნება, რომელიც მიუსაფართა პრობლემებზე ლოკალურად  იმუშავებს.

ამის შესახებ განცხადება თბილისის მერმა, დავით ნარმანიამ  დღეს თბილისის მთავრობის სხდომაზე გააკეთა.

დედაქალაქის მთავრობის სხდომის დღის წესრიგში 6 საკიტხია და მათ შორის არის ახალი  თავშესაფრების გახსნის  საკითხიც.   

ნარმანია განმარტავს, რომ კომისიას, რომელიც ინფრასტრუქტურის სამინისტროში მიუსაფართა თავშესაფრების საკითხებს კურირებს, გამოეყოფა კომისია, რომელიც უშუალოდ თბილისში  თავშესაფრების საკითხზე იმუშავებს.

ამისთვის  კი  საგანგებო ტენდერი  გამოცხადდება და თბილისის მერმა დაინტერესებულ კომპანიებს  ტენდერში მონაწილეობისკენ მოუწოდა.  

 

დღის ამბები